-
* * *
ერთ წუთში, რომ ტკივილი ვარ,ცრემლთა დენა ...
სინანული, სიჯიუტე, დარდი,
მარტოსული უმოწყალოდ გათელილი,
ქვესკნელისკენ მიპყრობილი თვალით,
მეორე წუთს?-მთის წყარო ვარ თავანკარა,
მოკისკისე, მორბენალი ხტომით,
მწყურვალისთვის- სასურველი, სანატრელი,
სიცოცხლე ვარ, ავსებული ცდომით...
ვინ ვარ? რა ვარ? ადამის ძის შვილი ვარ და,
ნაწილი ვარ თვით ადამის ნეკნის,
სიყვარულით, ცოდვა-მადლით ავსებული,
თითქოს სუსტი...ძლიერი ვარ თქვენით!
რ.რუსია
No comments:
Post a Comment